ფრაზეოლოგიზმი

ფრაზეოლოგიზმი არის სიტყვათა მყარი შესიტყვება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის, მისი შემადგენელი სიტყვები ისეა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ გაიგება მთელი ფრაზის მნიშვნელობა და არა მისი შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობა ცალ–ცალკე და მათი ჯამი. ფრაზეოლოგიზმებს ზოგჯერ იდიომებს, ფიგურალურ გამოთქმებს ან ხატოვან სიტყვა-თქმებს  უწოდებენ. როგორც წესი, მათ ვხმარობთ გადატანითი მნიშვნელობით.
 ფრაზეოლოგიზმებს ახასიათებს  შემადგენლობის უცვლელობა.  მათიდიდი ნაწილი ვერ ეგუება ახალი სიტყვების ჩართვას. ფრაზეოლოგიზმებს აქვს სიტყვათა მყარი თნმიმდევრობა,რომელთ შეცვლაც არ არის მიზანშეწონილი.

 ხატოვანი სიტყვა -თქმები შეიძლება იყოს:

  • წმინდა ეროვნული რეალობის ამსახველი
  • ბიბლიური წარმოშობის
  • ანტიკური მითოლოგიიდან მომდინარე
  • ცნობილი ისტორიული მოვლენების ამსახველი
  • წარმომავლობა ზოგჯერ ძნელი დასადგენია


ქვემოთ მოცემულია ფრაზეოლოგიზმები "ოთარაანთ ქვრივიდან". მოიძიეთ მათი შინაარსი და განმარტეთ  ისინი კონტექსტის  მიხედვით. განმარტებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ ლექსიკონით:


მის კარმიდამოში არავის შეეძლო გავლა მზისა და ქარის მეტს
შვიდეულად დაუსვა
ხელის ჭუჭყი
რა ბაყბაყ დევი მე მნახეო
ჯავრს არავის შევარჩენ
რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდე ვივლიო
ძირიანად ამოიღებს
დაგიკრეფია გულზედ ხელები
მეტი ლუკმა გულზედ დაადგება?
გულს მოჰფხანს
ძილს მოჰგვრის
გულის მაგიერ ქვა უდევს
გამოხრულ ძვალს გადმომიგდებენო
კარგი დაეყრება
ლუკმა-პურს პირიდან აცლი
თავისებური პილპილიც მოაყარა
შეასწრო თვალი
მე რა დარდუბალა დამკიდებია
წაიღო შავმა მიწამ
წამოგვექცა დედაბოძი
დაგიმიწდათ, თოფო და ხმალო, თქვენი ფანდი
გაწყდა შუაზედ წუთისოფლის უღელი

0 коммент.:

Отправить комментарий