ვულგარიზმი, ევფემიზმი



ვულგარიზმი უხეში სიტყვა და გამოთქმაა, რომლის ხმარება სალიტერატურო ენაში გაუმართლებელია. მხატვრულ ლიტერატურაში გამოიყენება პერსონაჟის დასახასიათებლად. ვულგარიზმებია როგორც უცენზურო და ფამილარული (შინაურული და გაუბრალოებული), ისე ჟარგონული და ქუჩური სიტყვები და გამოთქმები.

ევფემიზმი - სათქმელის შერბილება, შელამაზება, გამონათქვამის უარყოფითი შინაარსის დაფარვა. ევფემიზმით ცვლიან სხვა, რაიმე თვალსაზრისით მიუღებელ, უხერხულ სიყტვას ან გამოთქმას.  ის ვულგარიზმის საპირისპირო მოვლენაა.

ევფემიზაციის  ნიმუშებია თავაზიანი სიტყვა-გამოთქმებიც, გარდა "თქვენობით"  მიმართვისა, გვაქვს რიგი თვაზიანი  გამოთქმებისა:
მიირთვით-სიამოვნებით გეახლებით
ეს( ნივთი) მიბოძეთ-ინებეთ( და არა: იბოძეთ)

არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში: ნება მიბოძეთ და კეთილინებეთ

მცდარია: ნება მიბოძეთ და თქვენი გაფუჭებული საქმე  თქვენვე გამოასწორეთ
სწორია: კეთილინებეთ და  თქვენი გაფუჭებული საქმე თქვენვე გამოასწორეთ

 ს ი ტ ყ ვ ე ბ ი: გამარჯობა, ბოდიში, კარგი, სალამი, მოდი ( ნაწილაკის მნიშვნელობით გამოყენებული), თქვენი ჭირიმეარ არის ზმნის პირიანი ფორმები და მათზე -თ სუფიქსის დართვა დაუშვებელია

 ს წ ო რ ი ა: გამარჯობა  ( და არა: გამარჯობათ);
                      ბოდიში      ( და არა: ბოდიშით);
                      კარგი         ( და არა: კარგით);
                      გმადლობთ //მადლობა


დავალება
მოიძიეთ ნაწარმოებში ვულგარიზმის ნიმუშები; სცადეთ ზოგიერთი მათგანის ევფემიზმად გარდაქმნა

0 коммент.:

Отправить комментарий